logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: როგორც კი სააკაშვილმა დაიწყო ხალხის შეკრება და რევოლუციისკენ მოწოდება, მეორე წუთში, რუსეთმა საოკუპაციო ხაზზე ახალი მონაკვეთის შემოღობვა დაიწყო
- +

15 ოქტომბერი. 2021. 00:00

 

„როგორც კი სააკაშვილმა დაიწყო ხალხის შეკრება და რევოლუციისკენ მოწოდება, მეორე წუთში, რუსეთმა საოკუპაციო ხაზზე ახალი მონაკვეთის შემოღობვა დაიწყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს რუსეთის ერთ-ერთ არხზე, თითქოს, სააკაშვილის საწინააღმდეგო სიუჟეტში ითქვა, რომ 100 ათასი კაცია აქციაზე.

 

„სინამდვილეში ხომ ვხვდებით, რას ამბობენ ამ სიუჟეტით. როგორც კი სააკაშვილმა დაიწყო ხალხის შეკრება და რევოლუციისკენ მოწოდება, მეორე წუთში, რუსეთმა საოკუპაციო ხაზზე ახალი მონაკვეთის შემოღობვა დაიწყო. რომ არ ვილაპარაკოთ იმ დოკუმენტებზე, რასაც მოღალატეობრივად მოაწერეს ხელი, რომ თურმე საქართველოა ყველაფერში დამნაშავე და რუსეთია მხარე, რომელიც თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, ამ თემაზე ყვირიან. ამას მოაწერეს ხელი და ამ ხალხმა დღეს ამ თემაზე გაცილებით ხმამაღლა დაიწყო ყვირილი, ვიდრე გუშინ. ეს ხდება იმიტომ, რომ როგორმე გადაიფაროს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეები, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ შექმნა. პირადად სააკაშვილის დამსახურება ამაში არის მთავარი, განუყოფელი და განუმეორებელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner