„დედაქალაქში არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. იგივე ეხება 20 მუნიციპალიტეტიდან სადღაც 17-18 მუნიციპალიტეტს მინიმუმ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, არის რამდენიმე გამონაკლისი, სადაც მმართველი პარტია 50%-იან მაჩვენებელს მცირედით არის გადაცილებული.
„ჩვენი ამოცანაა 60+ პროცენტის აღება. ძირითადი ხმები, რაც წაიღო ჩვენგან სხვა პოლიტიკურმა ძალამ, ეს იყო გახარიას პარტიის ხმები. კვლევები აჩვენებს, რომ ამ ამომრჩევლების 80% ხმას მისცემს ჩვენს კანდიდატებს. ანუ, ჩვენ ვიბრუნებთ იმ ამორჩევლებს, რომლებიც სამწუხაროდ სხვა პოლიტიკურ ძალას აძლევდა ხმას. საბოლოო ჯამში, რომ არ ყოფილიყო გიორგი გახარიას კანდიდატურა, თბილისის არჩევნები პირველივე ტურში დასრულდებოდა და იგივე ეხება მუნიციპალიტეტების არჩევნებსაც“, - განაცხადა კობახიძემ.