„მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ ჰქონდა გათვლილი ციხეში მოხვედრის სცენარი. მას ჰქონდა ერთადერთი - სახელმწიფო გადატრიალების სცენარი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ბუნებით ავანტიურისტია და თავისივე ფეიკის მსხვერპლი გახდა.
„მან რაღაც მომენტში მართლა წარმოიდგინა, რომ სახელმწიფო იყო სუსტი და მის მიმართ სამართლის აღსრულება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა მას საქართველოში სულ სხვა რეალობა დახვდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.