logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი კურორტზეა იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა აწყობილი 2012 წლამდე
- +

15 ოქტომბერი. 2021. 01:32

 

„შეიქმნა სპეციალური ჯგუფი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი გართულება. რა თქმა უნდა, საქართველოში ყველას უფლებები დაცულია და რეალურად ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი კურორტზეა იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა აწყობილი 2012 წლამდე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის დროს ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

 

„ის რეალურად არის კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება. თუ იქნება გართულება, შესაბამისი ჩარევა მოხდება, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner