logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლება
- +

15 ოქტომბერი. 2021. 02:15

 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლება და მგონი მათმა ლიდერმაც დაინახა, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს,რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უზარმაზარი ძალისხმევითა და ფულის ხარჯვით, 13 000-მდე ადამიანის შეგროვება შეძლო.

 

„მათ ისიც კი ვერ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ პერმამენტული აქციები. ერთადერთი გზავნილი იყო ის, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა გახდეს თბილისის მერი და მამამისი იყოს ზუგდიდის მერი, მაგრამ თბილისშიც, ზუგდიდშიც და ოცივე მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობა“ უსასტიკესად წააგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner