logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: გამოდით და ჩაატარეთ გრანდიოზული აქცია, თქვენი მწამებელი უკვე საქართველოშია!
- +

15 ოქტომბერი. 2021. 02:28

 

საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“ყველა ის ადამიანი, ვისაც მიშას რეჟიმმა, შვილები მოუკლა…ვინც ციხეებში გააუპატიურეს და მოკლეს, დაარბიეს ციხეები და ამ დარბევის დროს დახოცეს პატიმრები, ვინც ციხეში აწამეს და დაამცირეს, ვისაც ბიზნესი წაართვეს და შემდეგ ციხეში ჩასვეს, ვისაც ვითომ “ნებაყოფილობით” საკუთარი ქონება, შუაღამისას, ნოტარიულად სახელწიფოზე აჩუქებიეს, ვინც ვერ გაუძლო, ნაცების სისხლიანი რეჟიმის ზეწოლას, ცემას, დამცირებას, გაუპატიურებას და ციხეში თავი თვითონ ჩამოიხრჩო, ვინც ქუჩაში, სრულიად უდანაშაულოდ, დახვრიტეს და მოკლეს, ვინც დღემდე, დაკარგულად ითვლება და სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაუჩინარდნენ, ვინც უსამართლობა, გაბედა და გააპროტესტა ქუჩაში გამოსვლით, ვინც ამის გამო, მიშას სისხლიანმა რეჟიმმა, საკუთარ სისხლში აბანავა და შემდეგ გვამები, გაურკველ ადგილებში დაყარეს, ვინც თვლით რომ, ნაცრეჟიმის დროს, თქვენი პატივი და ღირსება შეილახა, გამოდით ყველა და ჩაატარეთ, ერთი გრანდიოზული, დაუვიწყარი საპროტესტო აქცია ისეთი, ამ სისხლისმსმელ ნაცებს, რომ სიზმარშიც არ უნახავთ…

 

დიახ, გამოდით და დაანახეთ მთელს მსოფლიოს, რომ ის კრიმინალი და ქართველთმოძულე კაცი, რომელიც თავის ქვეყანაში, ტრაილერის აყროლებული მაცივრით, არაკაცურად და გოთვერნულად შემოიპარა, დაანახეთ რომ, ის ზღაპრები, რომელსაც მისი მომნახველი პიროვნებები ყვებიან, ავადაა, ცუდადაა და კრუნჩხვები აქვსო, არის სიცრუე და მამალი ტყუილი.

ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, იმ “დალოცვილი” ციხიდან, ამას თავად თავისიანები ყვებიან, რომ მიშა საშინელ ლომკაშია და ის რომ, მიშა წამლის გარეშე ვერ გაძლებს და დაიბრიდებაო… ხოდა, ასეთი ნარკომანი და გახრწნილი ლიდერი რომ ყავთ ნაცებს, გამოდით და დაანახვეთ თქვენი ძალა, კიდევ ერთხელ შეახსენეთ ქართველ ერს, რაც ნაცებმა თქვენ და მთელს ქვეყანას გაუკეთეს…

 

არ უნდა შერჩეს მიშას, ის რაც ჩაიდინა და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. გამოდით, ჩაატარეთ გრანდიოზული აქცია და მოსვით, ეს წარაკუა, არარაობა ნაცები, თავის ადგილზე, თორემ ასე გაგრძელდება მუდამ. დილა დაიწყება, – მიშამ გაიღვიძა, ის მელიამ მოინახულა, მასზედ, გვარამიამ გადმოსცა, გახარიამ მიშას, ხმები მიჰყიდა, სილიბისტრომ ბოკუჩავა თმებით ითრია და ამ საზიზღარი, გულისამრევი ხალხის ცხოვრებით გაილევა, ეს ჩვენი ყოფა და წუთისოფელი.

წამოდექით მაგ კომპებიდან, შეეშვით კლავიატურაზე კაკუნს და ან გააპროტესტეთ მის მიერ დაზარალებულმა ხალხმა, მიშას დაჭერა, ან, აღნიშნეთ და გაიხარეთ მაინც, თქვენი მწამებელი უკვე საქართველოშია!

მეტი რა გავაკეთო? აიღეთ ინიციატივა, გეკუთვნით კიდეც და მაგიტომ… ხოდა, ჩვენც, მთელი საქართველო თქვენს გვერდით დავდგებით, მართლა!”,-წერს ჟურნალისტი.

 

http://exclusivenews.ge/post/267270?fbclid=IwAR0mkctG_35nq_Qxd_YgPkfiPQFZties7Avt0S3LM79YziVjyF5elCr8g1w

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner