„არ გადააგდოთ ხალხი და მიეცით იმდენი, რომ სახლამდე მივიდნენ. გზად ხაჭაპურიც მიირთვან და წვენიც დააყოლონ. ნუ გადააგდებთ ერთგულ ამომრჩეველს“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ ორგანიზებულ აქციას.
ანალიტიკოსის განმარტებით საქართველოში რევოლუცია არ იქნება.
„მიშა მადიდებლებო“, აკი გითხარით, რომ სექტა ხართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. არავის უნდა ამ ქვეყანაში რევოლუცია… აბა 100000 ვიქნებითო… დაანებეთ თავი ამ რევოლუციას. არაა თქვენი საქმე!
მოემზადეთ მე-2 ტურებისთვის და მიიღეთ ის შედეგი,რასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. P.S. #ერთიანინაციონალურიმოძრაობა არ გადააგდოთ ხალხი და მიეცით იმდენი,რომ სახლამდე მივიდნენ. გზად ხაჭაპურიც მიირთვან და წვენიც დააყოლონ. ნუ გადააგდებთ ერთგულ ამომრჩეველს’’, – წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.