„მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მახასიათებელი აქვს - ბოროტება და სიცრუე. შიმშილობაშიც რომ სრული „ფეიკი“ ხარ, ეს არის ყველაფერზე პასუხი - მოშიმშილე როცა ნახევარ კილო თაფლს ჭამს, ესაა შიმშილობაში „ფეიკი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, უპრეცედენტოა, როცა ვინმე შიმშილობს და მოთხოვნას ვერ აყენებს, რის გამოც შიმშილობა დაიწყო.
„საქართველოში, შიმშილობების 35-წლიანი ისტორია მახსოვს. ამ 35 წლის განმავლობაში, არ მახსენდება არც ერთი შიმშილობა, რომელიც ვიღაცამ მოთხოვნის გარეშე დაიწყო. კაცს მოთხოვნა არ აქვს. იმ დონეზე უსუსურია, რა მოთხოვნა უნდა დააყენოს? 4 საქმეზეა მსჯავრდებული და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ დანაშაულები აქვს ჩადენილი. ბრალდებები, რომლებიც აქვს წაყენებული, იქაც ხელისგულზე დევს ყველაფერი. კაცი არის უმძიმესი კრიმინალი და თავადვე იცის, რა აქვს ჩადენილი. რაზეც უკვე შეფარდებული აქვს, ზღვაში წვეთია იმასთან, რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. ქართულ და მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - მოთხოვნასაც ვერ აყენებს, ისე შიმშილობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.