logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი გაიმართება
- +

15 ოქტომბერი. 2021. 10:15

 

 

15 ოქტომბრიდან  19 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და  თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა  ასოციაციის ორგანიზებით კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ გაიმართება თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი (ღონისძიება ეძღვნება მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას).

 

 ფორუმი 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება და მასზე განხილული იქნება დარგში არსებული პრობლემები და განისაზღვრება ქანდაკების მომავალი განვითარებისთვის საჭირო ქმედებები. მოეწყობა სამეცნიერო დისკუსია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. გაიმართება პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების პრეზენტაცია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე  ხელოვანები.

 

 „ქანდაკება კოვიდ 19 პანდემიის დროს, თანამედროვე ქანდაკების ფორუმი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობის“ გამარჯვებული პროექტია და მისი მიზანია თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარება. პროექტის პარტნიორია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner