logo_geo
eng_logo
რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა მსახიობებისათვის კონკურსს აცხადებს!
- +

27 ივლისი. 2016. 22:15


2016 წლის 16 სექტემბრიდან რუსთაველის თეატრში ჩატარდება კონკურსი ახალგაზრდა მსახიობებისათვის. კონკურსში გამარჯვებულები გაივლიან სტაჟირებას თეატრში.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 დან 25 წლამდე ასაკის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ 1. 2 ფოტოსურათი


2. პირადობის მოწმობის ასლი

3. დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან

4. პროფესიული CV (საკონტაქტო მონაცემებით)

5. ვიდეო მასალა (სპექტაკლი, რეკლამა, ფილმი - თუ გაქვთ)

ქასთინგი ჩატარდება 2 ეტაპად რუსთაველის თეატრში, რიცხვი და დრო გეცნობებათ წინასწარ.



კონკურსისათვის თითოეულმა მონაწილემ უნდა მოამზადოს პროზაული ნაწარმოები, ლექსი, იგავი, სიმღერა, ასევე შეფასდება პლასტიკა.

გთხოვთ, ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დატოვოთ რუსთაველის თეატრის დაცვასთან.

მისამართი : რუსთაველის გამზირი N17



დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 2 933818 2 931894

WWW.rustavelitheatre.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner