logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ქართველ საზოგადოებას და „ნაცმოძრაობას“ შორის იმხელა მორალური და მენტალური დისონანსია, გამორიცხულია ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია
- +

15 ოქტომბერი. 2021. 14:10

 

 

„მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურისა, მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების მიმართ სიმპათია-ანტიპათიისა, კარგად გახსოვდეთ, რომ პროცესების განვითარების არცერთ სცენარში არ წერია „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხი“, - ასე აფასებს ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიმდინარე პროცესებს.

 

მისი განმარტებით, ქართულ საზოგადოებას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იმხელა მორალური და მენტალური დისონანსია, რომ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია გამორიცხულია.

 

„მიშას ჩამოსვლის შემდეგ თავი წამოყვეს ნაფტალინში გადანახულმა ყოფილმა და ახლად გამოჩეკილმა მოქმედმა „ნაცებმა“. სიმართლე რომ ვთქვა, რისი იმედი აქვთ, ვერ ვხვდები, მაგრამ რაღაცნაირად კი იბრიქებიან. მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურისა, მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების მიმართ სიმპათია-ანტიპათიისა, კარგად გახსოვდეთ, რომ პროცესების განვითარების არცერთ სცენარში არ წერია „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხი. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება შეცდომები აქვს, შეიძლება ბევრი განაწყენებული ადამიანია „ოცნების“ მიმართ, შეიძლება ბევრი იმედგაცრუებულიც არის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას შესაძლოა, გული მოუთბეს სადისტების, მანიაკების და კრიმინალების მიმართ.

 

ერთ ფაქტზე უნდა შევთანხმდეთ - ქართველ საზოგადოებას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იმხელა მორალური და მენტალური დისონანსია, გამორიცხულია რომელიმე სცენარის მიხედვით, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია.

 

P.S. თავისუფლება მიშას კი არა, ისე არ ქნათ, ჯერჯერობით დამკვირვებლის პოზიციაში მყოფმა დანარჩენმა საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ამ ხროვის და კონკრეტულად მიშა სააკაშვილის მიმართ“, - წერს ანდრია გვიდიანი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner