logo_geo
eng_logo
ალექსანდრე დარახველიძე: თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია, თავისუფლად დაჯარიმდება
- +

15 ოქტომბერი. 2021. 14:12

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდეს.

 

„თუ მან კარანტინის წესები დაარღვია, ამისთვის თავისუფლად დაჯარიმდება“, - განაცხადა დარახველიძემ.

 

14 ოქტომბერს, გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა. სცენაზე მან თქვა, რომ შეკრებაზე ექიმების რეკომენდაციით მივიდა. უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner