შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდეს.
„თუ მან კარანტინის წესები დაარღვია, ამისთვის თავისუფლად დაჯარიმდება“, - განაცხადა დარახველიძემ.
14 ოქტომბერს, გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა. სცენაზე მან თქვა, რომ შეკრებაზე ექიმების რეკომენდაციით მივიდა. უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.