logo_geo
eng_logo
ხიდისყურსა და საქადაგიანოში სტაბილური წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

15 ოქტომბერი. 2021. 15:38

 

 

„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ,  კასპის მუნიციპალიტეტის ორ  სოფელში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში სტაბილური წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში შენდება რეზერვუარები, ეწყობა წყლის სათავე ნაგებობები,  სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ქსელი. 

 

მოსახლეობის გამრიცხველიანების შემდეგ 2 000-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

სამუშაოს, რომელიც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს დასრულდება 2022 წლის გაზაფხულისთვის.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 2,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner