„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ, კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში სტაბილური წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შენდება რეზერვუარები, ეწყობა წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ქსელი.
მოსახლეობის გამრიცხველიანების შემდეგ 2 000-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
სამუშაოს, რომელიც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს დასრულდება 2022 წლის გაზაფხულისთვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 2,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.