„კოლექტიური კუბილიუსის“ შემდეგ სააკაშვილის მხარდამჭერ ფერხულში „ახალი სახე“ - ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი გამოჩნდა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რაფაელ გლუკსმანის განცხადებებს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, როგორც ჩანს გლუკსმანსაც, ისევე, როგორც ზოგიერთ „მამაოს“ შეახსენეს რაღაცები და სააკაშვილის მხარდამჭერ ფერხულში ისიც ჩაერთო, მაშინ როდესაც სააკაშვილის დაჭერიდან დღემდე ჩუმად იყო.
„როგორც უკვე აღვნიშნე მედიასთან, სააკაშვილის საერთაშორისო აქციები განუხრელად ეცემა და იქაური მხარდამჭერების წრე „კოლექტიურ კუბილიუსს“ ვერ გასცდა ჯერჯერობით. თუმცა, ამ ბოლო დროს „ახალი სახე“ გამოჩნდა - ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი (ცნობისთვის შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის ეკა ზღულაძის ქმარი), ასევე, სააკაშვილის ოფიციალური მრჩეველი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 400 000 ლარამდე. ეტყობა მასაც ისევე როგორც ზოგიერთ „მამაოს“ შეახსენეს რაღაცები და ახლა ისიც ჩაერთო სააკაშვილის მხარდამჭერ ფერხულში, მაშინ როდესაც სააკაშვილის დაჭერიდან დღემდე პირი ჰქონდა დამუწული“, - წერს facebook-ზე ანჯაფარიძე.