„კუბილიუსი აღიარებს, რომ არაფერი იცის გირგვლიანის საქმეზე, არაფერი იცის ვალერი გელაშვილის საქმე და არაფერი იცის მიმდინარე საქმეებზე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება; მისთვის ასევე უცნობია „იმედში“ შეჭრის საქმე და 7 ნოემბრის დარბევის საქმე. თავად აღიარებს ადამიანი, რომ არაფერი იცის სააკაშვილის საქმენი საგმირონიაზე და განცხადებას განცხადებისთვის აკეთებს“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს - „ზოგადად ვიტყოდი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის“. ზოგადად საუბრობს კაცი. „რა თქმა უნდა, მე ვერ ვიმსჯელებ, რა ბრალდებები აქვს წაყენებული, დამტკიცებული, ან რა ბრალდებები უნდა წაუყენონ მომავალში“. კუბილიუსი აღიარებს, რომ არაფერი იცის გირგვლიანის საქმეზე, არაფერი იცის ვალერი გელაშვილის საქმეზე და არაფერი იცის მიმდინარე საქმეებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება; მისთვის, ასევე, უცნობია „იმედში“ შეჭრის საქმე და 7 ნოემბრის დარბევის საქმე. თავად აღიარებს ადამიანი, რომ არაფერი იცის სააკაშვილის საქმენი საგმირონიაზე და განცხადებას განცხადებისთვის აკეთებს. მარტივად რომ ვთქვათ, მისი განცხადებაა - არ ვიცი არაფერი, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ ყველაფერს პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის. მინდა, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პრაქტიკა შეაჩეროს. მარტივად გპასუხობ, თუ არაფერი იცი, დაეტიე შენს ქვეყანაში და შენს ტყავში, ვინ გექაჩება ენაზე?! აა, ფული, ბაბა, ფული!“- წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.