logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გლუკსმანმა ჯერ თავის მეუღლესთან გაარკვიოს, რამდენად ადეკვატურ განცხადებას აკეთებდა ეკა ზღულაძე, ხალხს რომ „ამშვიდებდა“, ტანკმა ორჭოსანში გადაუხვიაო
- +

15 ოქტომბერი. 2021. 19:19

 

 

„ევროპალამენტარი კუბილიუსი და გლუკსმანი სააკაშვილს იცავენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ - მე ხომ შევკრთი და შევშინდი, ხელისუფლება კი საერთოდ“, - ასე ეხმიანება ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარების კუბილიუსის და გლუკსმანის განცხადებას.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გლუკსმანი საკმაოდ დიდ ფინანსებს იღებდა სააკაშვილისგან.

 

„ევროპალამენტარი კუბილიუსი და გლუკსმანი სააკაშვილს იცავენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ - მე ხომ შევკრთი და შევშინდი, ხელისუფლება კი საერთოდ... ახლა კი სერიოზულად, კუბილიუსს რომ ნაცბელადი არ დაეცვა, მე ის უფრო გამიკვირდებოდა (ჟიგიმანტას პავილიონისი არ ჩანს და ცოტა ვნერვიულობ!), კუბილიუსმა იმდენი ნამდვილად მოახერხა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქართულ საზოგადოებაში: „ამან ხომ“... „შენ თავს მიხედე“ და ასე შემდეგ. აი, რაც შეეხება გლუკსმანს, მას შეიძლება პირდაპირ მივმართოთ „შენღა გვაკლდი რა!“ ისე, მაინც რომ იცოდეს საზოგადოებამ, ეს ვაჟბატონი საკმაოდ დიდ ფინანსებს იღებდა სააკაშვილისგან! გარდა ამისა, გლუკსმანი გახლავთ შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის ქმარი. დიახ, დიახ იმ ზღულაძის, 2008 წლის ომის დროს ხალხს, რომ „ამშვიდებდა“ - ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანში გადაუხვიაო.

 

ალბათ, უმჯობესი იქნება, გლუკსმანმა ჯერ თავის მეუღლესთან გაარკვიოს რამდენად ადეკვატურ განცხადებას აკეთებდა ზღულაძე მაშინ, და შესაძლოა თვითონაც მიხვდეს, რამდენად ადეკვატურია მისი განცხადებები დღეს. და ბოლოს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომლის უფროსიც თქვენ კი არა, ქართველი ხალხია - იმ ხალხის დაკვეთა კი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და კანონის აღსრულებაა!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner