logo_geo
eng_logo
Politico: არჩევნებისთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო გამჭვირვალე და პროფესიონალურად ორგანიზებული
- +

15 ოქტომბერი. 2021. 19:48

 

 

„საქართველოს გზა ევროპისკენ: კონსენსუსის შენება უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ევროპული გამოცემა Politico, რომელშიც საუბარია საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არჩევნები, ევროკავშირისა და ნატოს მიერ აღქმული იყო, როგორც ტესტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის თუ როგორი იყო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და რამდენად შესწევდათ უნარი, ჩაეტარებინათ არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიულ პირობებში და ის საერთო ჯამში კარგად ჩატარდა.

 

„დასაწყისშივე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება წინგადადგმული ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რადგან ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხო და თავისუფალი გარემო ჩვენი ამომრჩევლებისთვის“. ეუთომ თავის მოხსენებაში წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ საარჩევნო პროცესი გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. ამგვარი განცხადება საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ ორი პირდაპირი მოსაზრება:

 

პირველი - არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში, სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში არის დემოკრატიული არჩევნების ხელშემწყობი და არჩევნებისთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო გამჭვირვალე და პროფესიონალურად ორგანიზებული. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის და მახასიათებლის უზრუნველყოფა მთავრობის მიერ უნდა მოხდეს და ამ შემთხვევაში, ასეც იყო. არჩევნების ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით არასოდეს არის მარტივი საქმე, მით უფრო პანდემიის დროს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციის ავტორი ვლად ოლტეანუ აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება გაერთიანებული საზოგადოება, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა და მთავრობა, რომელიც თავისი ხალხისთვის მუშაობს - ფოკუსირებულია საჭირო ეკონომიკურ, სოციალურ და საკანონმდებლო რეფორმებზე და ავითარებს აუცილებელ ინფრასტრუქტურას, ზრდის ეკონომიკას, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, ხელს უწყობს მყარ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას და ასევე ინვესტირებას ახდენს საკუთარ ხალხში - მათ ჯანდაცვაში, განათლებაში და, რა თქმა უნდა, მათ ევროპულ მომავალში. ახლა დროა, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ გააკეთოს შემდეგი: კონცენტრირდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ და მართლმსაჯულების რეფორმებზე; გააგრძელონ საქებარი საქმის კეთება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და მიიყვანონ ისინი უფრო ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან ღარიბაშვილის პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების შთამბეჭდავი რაოდენობა - 46,7%, რომელიც წარმოადგენს მკაფიო ნდობის მანდატს ქართველი ხალხისგან.“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner