„მოსამართლეების საქმეა, მიაწვდიან თუ არა პროკურატურას ინფორმაციას",- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.
„თვითონ მოსამართლეები განაცხადებენ. ზეწოლა შესაძლოა, ყველაზე არ იყო, ზოგიერთს შესაძლოა, არ უნდა, თქვას. ვინც გაბედავს, იტყვის, მისი საქმეა. ვინც არ იტყვის, ესეც მისი საქმეა. შესაძლოა, ზოგიერთზე არც იყო ზეწოლა. მტკიცებულებები უნდა შეაგროვოს პროკურატურამ, ინფორმაციას მათ მიაწვდიან კონკრეტული მოსამართლეები",-აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.