logo_geo
eng_logo
კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ იმსჯელეს
- +

15 ოქტომბერი. 2021. 20:57

 

 

კულტურის კომიტეტის ორგანიზებით სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს 6 ქალაქში, არსებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე პილოტი სკოლების შექმნისა და ეროვნული სახელოვნებო სკოლის 2021-2027 წწ. ხედვაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში კულტურის კომიტეტის წევრების გარდა,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

 

„პირველ ამოცანად მიგვაჩნია, ვიმუშაოთ სახელოვნებო პედაგოგის სტატუსის აღდგენაზე და სკოლაში სახელოვნებო პედაგოგის დაბრუნებაზე, რაც ნომერ პირველი პრობლემაა. ამის შემდეგ გადავალთ უკვე სხვა ეტაპზე - რეფორმისთვის  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე“, -განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner