„ჩვენ ვესაუბრეთ ევროპარლამენტარებს - ისინი საქართველოში ჩამოვლენ და დააკვირდებიან არჩევნების მეორე ტურს“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურმა მშვიდობიანად ჩაიაროს და იყოს ასევე კარგად ადმინისტრირებული, როგორც ეს იყო პირველ ტურზე. ჩვენ დაველოდებით დამკვირვებლების შეფასებებს. ევროპარლამენტში ყველა დეპუტატის მხრიდან აქცენტი კეთდება არჩევნების შემდეგ საქართველოს მიერ რეფორმებზე ფოკუსირებაზე და იმაზე, რომ დღის წესრიგი უნდა იყოს მთლიანად მიმართული ქვეყნის მომავალზე ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ევროპარლამენტარების მოლოდინი“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.