logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: გვახსოვს, როგორ უწოდა უგულავამ სააკაშვილს ჯართი, ახლა კი ამ ჯართის ოქროდ გადაკეთება მოინდომა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 00:22

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ყველას ახსოვს, როგორ უწოდა გიგი უგულავამ რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილს ჯართი, ახლა კი ამ ჯართის ოქროდ გადაკეთება მოინდომა.

 

„რაც შეეხება გუშინდელ აქციაზე ზოგიერთი გამომსვლელის განცხადებებს, მათ შორის გიგი უგულავას განცხადებას - გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ რომ დატოვა „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილს უწოდა ჯართი, რომელიც თაროზე უნდა შემოგვეგდო. როგორც ჩანს, გუშინ მან მოინდომა ამ ჯართის ოქროდ გადაკეთება. ახლა მას დასახული აქვს მიზნად, რომ ეს ბაჯაღლო ოქრო ციხიდან გამოიყვანოს. ეს მეტყველებს მათ რეალურ სახეზე“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner