ექსპერტი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ჟურნალისტ გიორგი ლაფერაშვილის ფეისბუქ-სტატუსს პასუხობს, რომლის თანახმად ლაფერაშვილი გია გაბრიჭიძის ევროპარლამენტარებისადმი მიმართვაზე წერს: „ამ პოსტში ყველაფერი მომწონს, ცნობადობა, ჰედლაინი, კომპეტენცია, სულისკვეთება, ფოტო, ჟარგონი. ეგრევე განგაწყობს და უფრო მეტის გაგება გინდება“.
გაბრიჭიძე ლაფერაშვილს კეზერაშვილის ციყვს უწოდებს და ამბობს, რომ ის კეზერაშვილის ფულით გამოზრდილი მიშას მომლოდინე არქიფი სეთურის ერთი რიგითი მონაა.
„კეზერაშვილის ამ ციყვის ყურადღების არეალშიც მოვხვედრილვარ და მიHა ციხიდან რომ გამოვა და ძალაუფლებას დაიბრუნებს, უტატატა. ახლა ცოტა სერიოზულად (არ ეკუთვნის, მაგრამ იყოს): აი, ეს ტიპი, მე რომ დამცინის თავის ჭკუით, კეზერაშვილის ფულით გამოზრდილი მიშას მომლოდინე არქიფო სეთურის ერთი რიგითი მონაა. თან ისეთი უნიჭო, რომ ურეიტინგო „ფორმულაზეც“ კი ჩამოლაბორანტებული და უსაქმური. ჰოდა, რა ქნას, ზის თავისთვის, ელოდება მამა-მარჩენალის ციხიდან დახსნას, ზის კომპიუტერთან და თავისი კოტიტა ხელებით დასდევს მისთვის არასასურველ ფრაზებს“, - წერს გია გაბრიჭიძე.