თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეფერენდუმი შედგება, რადგან ცესკოში 224 000 ხელმოწერა უკვე შეტანილია.
„ჩავაბარეთ, ცესკოს 224. 000 ხელმოწერა. ხელმოწერების შეგროვების 3 თვიანი ვადა თვენახევარში გადის, მაგრამ ვინაიდან რეფერენდუმი 8 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს არჩევნებთან ერთად, ჩვენ მაქსიმალურად ვიჩქარეთ. (ცალკე დიდ ხარჯს მოითხოვს და ისედაც უაზრო ფლანგვით გაღატაკებულ ბიუჯეტს ვუფრთხილდებით)
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მეუფე საბას, მეუფე იოანეს და მეუფე გიორგის (გუჯარმელს).
ასევე მადლობლები ვართ იმ ადამიანებისა, ვინც თავისი დრო და ენერგია საერთო საქმეს მოახმარა.
მართალია შენაწირი 450 ლარი იყო, მაგრამ ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. გასაგებია, რომ უამრავ ადამიანს უფრო მეტი პრობლემები აქვს და მათთვის დახმარება უფრო უპრიანია.
ასე თუ ისე, გამოვნახეთ სახსრები ჩვენ თვითონაც,
მოკლედ, ველოდებით ცესკოს ოპერატიულ მუშაობას, რათა პრეზიდენტს რამდენიმე სამუშაო დღე მაინც ჰქონდეს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად."- აღნიშნავს მანჯავიძე.