logo_geo
eng_logo
საფრანგეთში 5 მაისს ფეხბურთის თამაში აიკრძალა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 19:05

 

პარასკევს, საფრანგეთში შემოიღეს კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში საფეხბურთო მატჩების 5 მაისს ჩატარებას.

 

1992 წლის 5 მაისი „შავ დღედ“ არის მიჩნეული ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ ამ დღეს კორსიკაში სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა ჩამოინგრა, რის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 2300 ადამიანმა მძიმე ტრავმები მიიღო.

 

ინციდენტი „ბასტიასა“ და „მარსელს“ შორის საფრანგეთის თასის ნახევარფინალამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. ამ შეხვედრისთვის „ბასტიას“ ხელმძღვანელობამ 10-ათასიანი დამატებითი ტრიბუნის აშენება გადაწყვიტა, რათა სტადიონის ტევადობა გაეზარდა. სახელდახელოდ აშენებული ტრიბუნის ზედა ნაწილი თამაშის წინ ჩამოიშალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner