მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ პირველ არხზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებო და მოუსმინეთ რა დღეში ჩააგდო იმ რეჟიმმა ეს ოჯახები! ამის მერე კიდე თუ მათ მხარეზე დადგებით მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა!!! გული დამეწვა და კიდევ ერთხელ გამახსენდა თუ რა სისასტიკე მეფობდა იმ ავად სახსენებელ დროს! მე არ ვიცოდი დღევანდელი აქციის შესახებ თორე მანდ ვიქნებოდი!“ - წერს ხაჩიძე.