logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია: მოსახლეობის დროებით გაყვანა 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობის ნაწილის ნგრევას არ უკავშირდება
- +

16 ოქტომბერი. 2021. 20:28

 

ბათუმის მერია ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან ოჯახების ევაკუაციის მიზეზს განმარტავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „იმედინიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

„26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, გუშინ, გვიან ღამით არსებული კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა განხორციელდა. 40-მდე ოჯახი დროებით, სასტუმროში არის გადანაწილებული. გადაწყვეტილება, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარეა მიღებული.

 

ამასთან დაკავშირებით, გვინდა განვმარტოთ, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მისამართზე 2021 წლის 28 აპრილს გაიცა პირველი კლასის შეთანხმება, არსებული ფანჯრების ნაცვლად ვიტრაჟის მოწყობის თაობაზე.

 

2021 წლის 27 მაისს გაიცა ნებართვა ეზოს მხრიდან, ფასადის რეკონსტრუქციაზე. ორივე ნებართვის მისაღებად წარმოდგენილია ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია.

 

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მუნიციპალური ინსპექციის მიერ ჩატარდა მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება ნებართვასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილია 27 მაისს გაცემული ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევა - მზიდ კედელზე სამუშაოების ჩატარება და შიდა ფართის გაზრდა. 14 ოქტომბერს გაიცა წერილობითი მითითება და დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ მოსახლეობის დროებით გაყვანას კავშირი არ აქვს 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე შენობის ნგრევასთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რის შემდეგადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება და ზომები, რათა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ განაგრძოს უსაფრთხო პირობებში ცხოვრება“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner