მსოფლიო პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, ჟურნალისტებს მომღერალთან მიახლოებისა და გასაუბრების საშუალება რა მიეცათ.
მომღერალი სასტუმრო „ჰილტონში" დაბინავდა.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება.