logo_geo
eng_logo
ფონდმა „ქართუმ“ სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და სამონასტრო კომპლექსისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა
- +

17 ოქტომბერი. 2021. 10:25

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის დასრულებული სამუშაოები ფონდი „ქართუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დაათვალიერეს.

 

პროექტები ფონდმა „ქართუმ" განახორციელა. „ქართუმვე“, სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი ააშენა, ასევე, სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.

 

მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner