logo_geo
eng_logo
მარტვილში დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც ტურისტი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს
- +

17 ოქტომბერი. 2021. 11:57

 

 

მარტვილში, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების ფაქტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, ზაზა ბურჭულაიას ტურისტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

 

შემთხვევა, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს, იმ დროს მოხდა, როცა ტურისტი მეუღლესთან ერთად, ზაზა ბურჭულაიას კუთვნილ საოჯახო სასტუმროში იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაკავებულია. ის სენაკის წინასწარი დაკავებისა იზოლატორში იმყოფება.

 

ტურისტი ქალის დაკითხვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მას საჯაროდ საუბარი არ სურს. მედიასთან მისმა მეუღლემ ისაუბრა.

 

„ჩემი ცოლის გაუპატიურების მცდელობა იყო. ჩვენ აქ დასასვენებლად ჩამოვედით, 5 დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ, შემდეგ, ამ კაცს მარტვილის კანიონზე შევხვდით. მან თავიდან კარგად მიგვიღო, ერთად დავლიეთ, სახლში წაგვიყვანა და ამის გაკეთება სურდა. ჩვენ გამოვიქეცით და პოლიცია გამოვიძახეთ“, - ამბობს ქალის მეუღლე.

 

ბურჭულაიას უფლებადამცველი აცხადებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.

 

ზაზა ბურჭულაია, ტურისტულის გარდა, აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაშიც. ის არის მარტვილის საარჩევნო ოლქში, სოფელ ბალდაში, მე-10 უბნის კომისიის წევრი „ნაციონალური მოზრაობიდან“ და აქტიურად იყო ჩართული მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner