„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ქართველი ფერეიდნელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს საღამოს ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ფერეიდნელ ქართველებთა ვარდების ბაღში. მათ წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ნასწავლი სიმღერები: "სულიკო", "სხვა საქართველო სად არის"... შეასრულეს სიმღერები ფანდურზე, გადავეცით პროექტის დასრულების სერთიფიკატები, თიბისი ბანკმა ფერეიდნელებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.
ბოლოს ერთად შევასრულეთ საქართველოს ჰიმნი!!!
მოწვეული ტელევიზიებიადან არცერთი ტელევიზია არ მობრძანდა და დღევანდელი საღამო არ გაუშუქებია!!! ალბათ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი სიუჟეტების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს და ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 48 მილიონი არამიზნობრივად იხარჯება!
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა (თავის ბორდიანად) ან მთლიანად შესაცვლელია, ან ასეთი საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც საზოგადოებას არ ემსახურება საერთოდ დასახურია!!!"- აცხადებს ტომარაძე.