ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ მისთვის „ინდიან უელსის“ ფინალამდე გზა რთული, შედეგი კი ძალიან სასიხარულო იყო.
„უბედნიერესი ვარ, რომ ამის მიღწევა შევძელი. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა იმიტომ, რომ ვარ ძალიან პატარა ქვეყნიდან, საქართველოდან, სადაც ჩოგბურთი არც ისე პოპულარულია. საკუთარი გზა გავიკვალე, მართლაც რთული იყო გზა აქამდე და ბედნიერი ვარ, რომ ვარ იქ, სადაც ახლა ვარ“, - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
მან დღევანდელ მეტოქეზე, რეიტინგის 26-ე ნომერზე, ბრიტანელ კამერონ ნორიზეც ისაუბრა.
„ის მართლაც ძალიან კარგად თამაშობს. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას. თუ შევძლებ, საკუთარი თამაშით ვისიამოვნო, ვფიქრობ, კარგად ვითამაშებ“, - ამბობს ის.