logo_geo
eng_logo
მარტვილში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრს ბრალი წარუდგინეს
- +

17 ოქტომბერი. 2021. 17:32

 

 

მარტვილში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

 

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ სავარაუდო შემთხვევა არის გაუგებრობა.

 

შემთხვევა, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს, იმ დროს მოხდა, როცა ტურისტი მეუღლესთან ერთად, ზაზა ბურჭულაიას კუთვნილ საოჯახო სასტუმროში იმყოფებოდა. დაკავებული ამ დრომდე სენაკის წინასწარი დაკავებისა იზოლატორში იმყოფება. ბურჭულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სენაკის რაიონული სასამართლო ხვალ 11 საათზე იმსჯელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner