logo_geo
eng_logo
სუს-ი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება
- +

17 ოქტომბერი. 2021. 19:34

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია,  28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი. 

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის  ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია  საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner