მსახიობი ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი იუწყება.
„გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და თეატრის პროფესიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ავთანდილ მიქაძე.
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ 1970 წლიდან დღემდე იყო ჩვენი თეატრის მსახიობი, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სახე განასახიერა. წლების განმავლობაში აქტიურ მუშაობას ეწეოდა როგორც პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე,
მარჯანიშვილის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ავთანდილ მიქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს…“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავთანდილ მიქაძე 1970 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა, მათ შორის: თეზიკო (გ. ჩარკვიანისა და რ. გაბრიაძის „ფეოლა“), მაცნე (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“), როველი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ზაზა კახნიაური (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), ონისიმე (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), თედო (მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“), კაც აძბა (ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“) და სხვა.