logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ნამდვილად არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება
- +

17 ოქტომბერი. 2021. 20:13

 

 

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება; არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები; არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner