„მეორე ტურში ტრაგიკული არაფერია, კარგი იქნებოდა, პირველ ტურში დამთავრებულიყო არჩევნები, მაგრამ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მეორე ტურში ტრაგიკული ნამდვილად არაფერი არ არის. რამდენიმე დღის წინ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ახლოს არის და ჯდება დემოკრატიული ქვეყნების არსებობაში, იგივე თუნდაც მეორე ტური, მისაღებია. კარგი იქნებოდა, რომ პირველ ტურში დამთავრებულიყო არჩევნები, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას. ჩვენ ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ მეორე ტურისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.