ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს ხსოვნის დღეა ჩემთვის.
ტკივილი და სიამაყე სდევს თან ჩემს მოგონებას, დიდ რამაზთან სტუმრობას მის
გაზეციურებამდე ოთხი დღით ადრე...
ეს სიცოცხლეში გადაღებული მისი ერთერთი ბოლო ფოტოა.
ოჯახის წევრებმა თხოვეს გიორგი მამაცაშვილს არ გადაეღო ფოტოები, მაგრამ... რამაზმა - გამონაკლისი დავუშვათო და იქვე კომპლიმენტებიც დაამატა.
გაიხსენა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის ფრაგმენტები, საერთო მეგობრები...
განსაკუთრებით იხალისა პიტერ უსტინოვთან დაკავშირებული მოგონებებით. ჩემი ინიციატივით საქართველოში შემდგარი სტუმრობა და ახალი წლის შეხვედრა პიტერთან ერთად რამაზის ძველ ბინაში დაუვიწყარია. პიტერ უსტინოვი გაოგნებული გახლდათ იმ ატმოსფეროთი, გულუხვობით, იუმორით, რაც იმ საღამოს სუფევდა საახალწლო სუფრასთან...
... ტკივილნარევი ხუმრობებით გავიხსენეთ დაუვიწყარი ქალბატონ ნატაშათან ერთად მოწყობილი ანტირამაზიული "შეთქმულებების" სერიალი...
დღეს დიდი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების დღეა.
იგი ლეგენდად დარჩა ქართული თეატრის ისტორიაში.