logo_geo
eng_logo
გლობალური კვლევების ცენტრი: „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა დავუფასოთ!
- +

28 ივლისი. 2016. 00:20


გლობალური კვლევების ცენტრის მორიგი კვლევა...


გლობალური კვლევების ცენტრმა მორიგი კვლევის პრეზენტაცია გამართა.


 „ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები" - ასეთი სათაურით დაიბეჭდა კვლევის მასალები. მასში განხილულია ლაბორატორიის საქმიანობის ხასიათი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ; ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში აშშ-თან თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტები; ლაბორატორიის საქმიანობის გამჭვირვალობა; ამერიკული მხარის მოტივები.


საქართველოში ლაბორატორიის შესახებ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია: მოსახლეობა ფაქტობრივად არ არის ინფორმირებული ამ დაწესებულების საქმიანობის შესახებ, რაც უამრავ მითქმა- მოთქმას წარმოშობს მასში მიმდინარე ცდების შესახებ. წარმოდგენილი მოხსენება აფასებს როგორც ამ ეჭვებს, ასევე პოლიტიკურ რისკებს, რომლებიც ბიოლოგიური კვლევების დარგში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას შეიძლება უკავშირდებოდეს.


2004 წლის სექტემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ". საქართველოში ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის მშენებლობა გაცხადებული იყო, როგორც ლუგარის პროგრამის რეალიზაციის ნაწილი.


ოფიციალურად ადამიანისა და ცხოველებისთვის საშიში ვირუსების გამოვლენის, სამეცნიერო კვლევებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ლაბორატორიის მშენებლობა 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 2011 წლის 18 მარტს მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ენდრიუ ვებერმა - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში.

2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს სენატორი რიჩარდ ლუგარი ეწვია, სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი მანერით, ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც „სტრატეგიული მნიშვნელობის" მოვლენა. ცენტრის დათვალიერების შემდეგ მან განაცხადა: „ამ დონის ინვესტიცია საბჭოთა დროს რუსეთს საქართველოში არ ჩაუდია". ლაბორატორიის ირგვლივ გასაიდუმლოების ვითარების წახალისებით, სააკაშვილი პროექტს წარმოაჩენდა, როგორც აშშ-ის სამხედრო დახმარებას. „სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ აშშ-ის უშუალო დახმარებითა და ინვესტიციით საქართველოში შეიქმნა სამხედრო დანიშნულების მძლავრი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ ქმედებათა ნეიტრალიზაციას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ დაარქვა ამ სტანდარტულ ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი და მის ხელმძღვანელად დაზვერვის ყოფილი შეფი ანა ჟვანია დანიშნა", - ამბობს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, პრეზიდენტის და მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.


ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა. საუკეთესო მომზადების ქართველი ეპიდემიოლოგები და ბაქტერიოლოგები მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაგრძობდნენ. ამ პერიოდში ლაბორატორიის საქმიანობა იდუმალების ბურუსით იყო მოცული და პრაქტიკულად არ არსებობდა საჯარო პუბლიკაციები მისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მიხედვით. ამგვარი ატმოსფერო გარდაუვალად წარმოშობდა ჭორებს ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნის, მთელი მსოფლიოდან საქართველოში დაავადებათა გამომწვევი შტამების შემოტანის, პირუტყვზე ცდების წარმოების შესახებ და ა.შ. ბევრი ასეთი ჭორი ქართულ მედიაშიც გამოქვეყნებულა, რაც ქვეყნის გარეთ შეშფოთებას წარმოშობდა.


„ქართული ოცნების" მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გადახედა ლაბორატორიის სტატუსსა და დაქვემდებარებას. მას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთვა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას წარმოადგენს.


ლუგარის ლაბორატორიის პირველი წლების მემკვიდრეობა, ისევე როგორც მისი შექმნის გარემოებები, კვლავაც ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ აღიქმება ეს პროექტი საქართველოში და მის გარეთ. კონფერენციაზე გაისმა არგუმენტი, რომ შესაძლოა, გაიხსნას წარსულის სრულიად მოულოდნელი და არასასიამოვნო ფაქტები.

როგორც ცნობილია, 2011-2012 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს „ნარკოტიკების ტრანზიტის ქვეყანა" უწოდა. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო ამოღებული თალიბანის კუთვნილი სამი ტონა თხევადი ჰეროინი, ე.წ. „ალაჰის ცრემლები". ნარკოტიკების მიწოდების ბოლო პუნქტი იყო ალბანეთის ტერიტორია, რომელსაც ჰაშიმ ტაჩის კრიმინალური დაჯგუფება „ჩეტაკა" აკონტროლებდა. ამგვარად, საქართველო აღმოჩნდა დამაკავშირებელი რგოლი ავღანურ და ალბანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის და ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მათი „კოოპერაცია" ადგილობრივი კრიმინალური ლიდერების გარეშე არ მოხდებოდა.  ამიტომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ 2011-2012 წლებში, როცა ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, იგი გამოიყენებოდა როგორც თხევადი ჰეროინის გამომუშავების რგოლი. 


მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას" უნდა დავუფასოთ: მისმა მთავრობებმა ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, რათა ლაბორატორიის შესახებ არსებული შეშფოთება მოეხსნათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იყო თუ არა ეს ძალისხმევა ამომწურავი?


რა უფრო მეტია ლუგარის ლაბორატორიაში - საფრთხე თუ პოზიტივი, ჯერ კიდევ გასარკვევია. გლობალური კვლევების ცენტრი საკითხს ღიად ტოვებს, მისი ამოწურვა მომავლის საქმეა. კონფერენციის მონაწილეებმა რამდენიმე მოსაზრება და რეკომენდაცია წარმოადგინეს. კერძოდ:


ეს თემა უნდა გაიშალოს, უნდა ჩაერთონ ჟურნალისტები, რომელთაც ხელეწიფებათ ამგვარი საკითხების პროფესიულად გაშუქება, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველა კითხვა უნდა დაისვას და მოიძებნოს პასუხი.


 არასამთავრობო სექტორშიც კი უამრავი კითხვა არსებობს ამ ლაბორატორიის მიმართ და დღის წესრიგში უნდა დადგეს  შეხვედრისა და მსჯელობის საკითხი, თუ რამდენად სახიფათოა იგი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, თუ ის მაინც პოზიტივის მომტანია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner