ახალციხეში, სოფელ აგარის გზაზე ავარია მოხდა, ადგილზე 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სოფელ აწყურიდან იყო. როგორც ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, კაცი ხელის ტრაქტორს მართავდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
„ავარია გუშინ ღამით მოხდა. მიდიოდ კაცი აგარაში, ხელის ტრაქტორი რომაა, რაღაც რომ აქვს მიბმული მაგაზე იჯდა. ამ ტრაქტორს უკან არც მაჩვენებელი ნიშანი ჰქონდა და არც არაფერი“, – განაცხადეს აწყურში.