logo_geo
eng_logo
ჩინეთმა ახალი რაკეტა გამოსცადა, რომელმაც დედამიწას შემოუარა
- +

18 ოქტომბერი. 2021. 02:17

 

 

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა.

 

აღნიშნული იარაღის გამოცდა აგვისტოში განხორციელდა და დღემდე არ იყო ცნობილი აშშ-ის დაზვერვისთვის.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ზებგერითმა რაკეტამ დედამიწას შემოუარა გარშემო და შემდეგ სამიზნის გასანადგურებლად დაეშვა, თუმცა სამიზნეს ასცდა. რაკეტის ცდომილებამ სამიზნესთან 32 კილომეტრი შეადგინა.

 

მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობას ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია, რამაც ამერიკელი ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner