ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებმა უმძიმესი წლები, სააკაშვილის მმართველობა, დევნა და უდანაშაულო ადამიანების პატიმრობა „იმედის კვირასთან“ საუბრისას გაიხსენეს.
„ციხეში ჩასვეს. დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ - წელში, ხერხემალში გადატეხილი ჰყავდათ. ესენი თესავდნენ სიბოროტეს, უნდობლობას, სიძულვილს.
არა, ხალხო! ესენი არიან კრიმინალური წარსულის მქონე ხალხი. მიშას იმდენი ცოდვა აქვს კისერზე შემოდებული, რომ ამაზე მან პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მსხვერპლის, მურმან როგავას შვილმა, ლევან როგავამ.
რა ხდება ქვეყანაში მაშინ, როდესაც რეჟიმი მკვლელია, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.