ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემებს მოიმიზეზებს და საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს.
„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ დღეს სააკაშვილი აპირებს სიმულაციას, თითქოს მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მოითხოვს საავადმყოფოში გადაყვანას. ეს არის წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილი, რადგან მას უბრალოდ აღარ უნდა ციხეში გაჩერება! არ დაუშვათ, რომ აჰყვეთ მის პროვოკაციებს!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.
გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.