რამენიმე თვის წინ ჩვენ მოვიწვიეთ კონსულტანტები. კომპანია MTBS-ი ცნობილია საზღვაო სფეროში და საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მათ პრაქტიკულად ეს პროექტი და საინვესტიციო შეთავაზება განაახლეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პორტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი კომპლექსურია. „მე გეთანხმებით, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორის მხრიდანაა გაჩაღებული, გარკვეული დარტყმა მიაყენა ამ პროექტს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვერ განხორციელდა ამდენი წელი და დღეს უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებადი პორტი, თუმცა მეორეს მხრივ, ამაში დადებისთსაც ვხედავ, რადაგან უფრო სანვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება მომავალ წელს იგეგმება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ მასში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო კვლავ წარმომადგენლობით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.