logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: არბიტრაჟი სასურველი არ არის არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილია მშენებლობა
- +

18 ოქტომბერი. 2021. 12:35

 

 

 

ცალმხრივად, მოიწეროს ინვესტორმა და პროექტიდან გავიდეს, ასე არ ხდება. ამაზე მთელი რიგი პასუხისმგებლობებია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნამახვანის“ პროექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი განხორციელების დაყოვნება ქვეყნისთვის ყველანაირი მნიშვნელობით, კარგი არ იქნება.

 

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ორივე მხარის მხრიდან არსებობს სამუშაო ჯგუფები და კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს.

 

„ჩვენი მიმართება არის ის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არბიტრაჟი სასურველი არ არის არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“. რომლის მთავარი პროფილია მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათთან ერთად, კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეხვედრებს აწარმოებენ. ჯერჯერობით არა ჩემ დონეზე - პირადად მე ამ პროცესს ვაკვირდები და მონიტორინგს ვახორციელებ. უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე კომუნიკაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა თურნავამ.

 

მისი თქმით, პროექტიდან გასვლა ასე მარტივი პროცესი არ არის, რადგან ხელშეკრულებაში აღნიშნული მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner