logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა პრეზიდენტს: ისეთებს მოგიყვებით, სულ ყალყზე დაგიდგება თმები!
- +

28 ივლისი. 2016. 01:16


ნანა გაგუა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავს:


„მისტერ პრეზიდენტ!

 

''პერერივი'' რომ გექნება, შეგვკრიბე შენს ''მიშას სასახლეში'' 350 000 პატიმარ-პრობაციონერის ცოლები, დები, შვილები, ოჯახის წევრები და სულ დაწვრილებით მოგითხრობთ, რა არის ზეწოლა!

 

აგიხსნით და ჩაგიდებთ ტვინში, თუ რა არის შანტაჟი! დაშინება! დაძალება! არარსებულის ძალდატანებით აღიარება! თვალთვალი! დევნა! მუქარის წერილების ადრესატობა და ხელების გადაგრეხა.....

 

პირობას ვიძლევით, სიტყვების ძებნას არ დავიწყებთ და ისეთებს მოგიყვებით, სულ ყალყზე დაგიდგება თმები! და არა მხოლოდ თმები......

 

და საერთოდ: მოეშვი სლუკუნს, ინტრიგების ქსოვას და საქმე აკეთე ღირსეულად და ხეირიანად! მზითვებში არ მოგვყოლილხარ ''ვეფხისტყაოსანივით'' - ჩვენს მსახურად აგირჩიეთ!"- წერს გაგუა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner