logo_geo
eng_logo
სოფელ ხოვლეში გაზიფიცირება მიმდინარეობს
- +

18 ოქტომბერი. 2021. 13:37

 

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა “გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ ხოვლეში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.

 

სოფელში, რომელშიც 900 ოჯახამდე ცხოვრობს, პირველი გაზქურა ანთებულია -გამრიცხველიანება კი ეტაპობრივად  უბნების მიხედვით გრძელდება. 

 

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.

 

დღეისათვის მუნიციპალიტეტის 72 სოფლიდან გაზიფიცირების გარეშე მხოლოდ  10 სოფელია დარჩენილი.   „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იმედია სამუშაოებს მალე დაიწყებს და მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება - აღნიშნა კასპის მუნიციაპლაიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner