სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები მიმდინარეობს.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ფორუმში 20 -მდე სლოვაკური და 50-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.
შეხვედრის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სლოვაკურ კომპანიებთან ბიზნეს კავშირები დაამყარონ.
ორი ქვეყნის ბიზნეს კომპანიებს შორის შეხვედრა სავაჭრო პალატის ორგანიზებით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ტარდება.