logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: ირინა სარიშვილს უბოდიალია რაღაცეები…
- +

18 ოქტომბერი. 2021. 13:38

 

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია Twitter-ის მეშვეობით, პოლიტიკოს ირინა სარიშვილის სოციალურ სტატუსს პასუხობს:

 

სარიშვილს უბოდიალია რაღაცეები ფბ-ზე. ა.ჯორბენაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, ისევე როგორც მისი შვილები ჩემი ბავშვობის მეგობრები. მეორეც, ვერტმფრენი არა, იაკ-42 იყო. მესამე, შევარდნაძის არა, საქართველოს პოლიციელი ვიყავი და ვარ სიცოცხლის ბოლომდე. გადახვევა და ეროტიკული მიხვრა მოხვრაც არ მახსოვს, სალამი კი, ღვთისაა

 

ჩემი შეცდომა კი მდებარეობს იმაში, რომ მაგ სალამის ღირსად და ნორმალური ურთიერთობის ღირსადაც არ უნდა გამეხადეთ არასდროს თქვენი მოდგმის ხალხი, აწი გამოვასწორებ. მანანას ვექილად ვერ გამოვდგები, მაგრამ მსგავსი რამე არავის დაუბრალებია, ნუ, მე არ გამიგია ყოველი შემთხვევისთვის.

 

ისე აქვე დავსძენდი, გ.ჭანტურიას რაც თქვენ უქენით, იმის შედეგები მოიმკა მანაც და მისმა პარტიამაც. ალბათ ეგეც იგორმა დაგიკვეთათ თავის დროზე. ისე, ერთ კარგ საქმეს აკეთებთ, რაშიც მინდა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მხოლოდ ეგ თუ გაგაკეთილშობილებთ თქვენი ბიოგრაფიის ფონზე”, - წერს გიორგი გამსახურდია.

 

აქვე გთავაზობთ ირინა სარიშვილის სოციალურ სტატუსს, რომელიც გიორგი გამსახურდიას ეხებოდა:

 

“გიორგი გამსახურდია -” სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად”.

 

გიორგი, სულ პატარაობიდან გიცნობ. ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ არ გვქონია შეხება, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პერიოდულად შენ სულ პატარას დედაშენი გარეკინებდა ჩემთან და გიასთან და ისეთებს გალაპარაკებდა ტელეფონში, თავადაც რომ არ გესმოდა მნიშვნელობა.

 

ამიტომ შენზე ვერც ვბრაზობდი.

 

მერე, ბევრი წლის მერე, გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს? სამთავრობო ვერტმფრენში – მე შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი, შენ შევარდნაძის მილიციის თანამშრომელი. მოხვედი და გადამეხვიე. ავთოც იქ იყო ჯორბენაძე. მაშინ აღარ იყავი პატარა. არც ეხლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია, გიორგი?” - დაწერა სარიშვილმა სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner